რუსეთის ტყვეობაში 700 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ტყვეობაში 700 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან უმეტესობა ქალია, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
“ათასამდე ადამიანია გატაცებული, მათგან უმეტესობა ქალია. რუსების გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციებით. მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას ყოველგვარი პირობები გარეშე“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ჟენევის კონვენციებს.
ვერეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ორი ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობს.
“მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმების შესაბამისად. მოვითხოვთ, დაიცვას მისი ვალდებულებები“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ირინა ვერეშჩუკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს