Logo

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად “უკრაინული დივერსიული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა მოამზადა”

მსოფლიო
29.08.2022 / 11:58
Frontnews image description

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ჟურნალისტისა და პოლიტოლოგ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში უკრაინული დივერსიული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა მოამზადა, რომელმაც რუსეთი მანქანის აფეთქების წინა დღეს დატოვა.

 

“შემდგომი ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან ციგანენკომ, დაბადებულმა 1978 წელს, რომელიც რუსეთში ესტონეთის გავლით ტრანზიტით ჩავიდა 2022 წლის 30 ივლისს და დარია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მათივე მტკიცებით, “ციგანენკომ ვოვკს მიაწოდა ყალბი მანქანის ნომრები და დოკუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკის რეალური მოქალაქის იულია ზაიკოს სახელით და ვოვკთან ერთად ააწყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაქირავებ ავტოფარეხში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში”.

 

“სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგების მიხედვით, დადასტურებულია, რომ დანაშაულის ჩამდენი, უკრაინის მოქალაქე ვოვკი ნატალია, დაბადებული 1979 წელს, პირადად აკვირდებოდა დუგინას ფესტივალ “ტრადიციაზე” სტუმრების ავტოსადგომზე”, – აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში. 

 

დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვში 20 აგვისტოს ააფეთქეს.

Advertisement