რუსეთმა ბერდიანსკის აეროდრომზე 20 ვერტმფრენი განათავსა


ავტორი
Front News საქართველო
ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის დაწყებისთანავე, რუსმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკის აეროდრომზე 20 სამხედრო ვერტმფრენი განათავსეს.
ვერტმფრენების გადაადგილებას ადასტურებს Planet Labs სატელიტური სურათები 13 ივნისისთვის.
საერთო ჯამში, ოკუპირებულ ბერდიანსკის აეროდრომზე ახლა რუსული არმიის სულ მცირე 27 ვერტმფრენი იმყოფება, 20 მათგანი აეროდრომზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
ორი საავიაციო ექსპერტის დახმარებით შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის მოდელების იდენტიფიცირება. ბერდიანსკის აეროპორტში იმყოფება: 5 კა-52 ვერტმფრენი; 9 – Mi-8 ან Mi-24 და 13 კა-29.
ავიაციის ექსპერტის ანატოლი ხრაპჩინსკის თქმით, ვერტმფრენების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მხარდასაჭერად და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისგან დაცვის გასაძლიერებლად არის განკუთვნილი. Mi-8 შეიძლება გამოყენებულ იქნას ევაკუაციისთვის, მაგრამ ისინი ასევე გამოიყენება სამხედრო პერსონალის ან აღჭურვილობის ოპერატიულად გადასაყვანად ბრძოლის ველთან უფრო ახლოს.
“სატელიტური სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ბერდიანსკის აეროდრომი ახლა გამოიყენება როგორც ოპერატიული აეროდრომი ოკუპირებულ ყირიმში რუსული არმიის საავიაციო ნაწილების განლაგებისთვის. ეს მათთვის უკიდურესად აუცილებელია“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა მიხაილ ჟიროხოვმა.
მისივე თქმით, რუსული შვეულმფრენები, რომლებიც განთავსებულია ბერდიანსკის აეროდრომზე, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დაჭრილების სასწრაფო ევაკუაციისთვის და ჯარებისა და აღჭურვილობის გადასაყვანად.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს