Logo

რუსეთმა ერთ დღეში უკრაინაში 140-მდე ჯარისკაცი, 13 ჯავშანმანქანა, 9 საარტილერიო სისტემა და 6 დრონი დაკარგა

უკრაინა
08.06.2022 / 12:41
Frontnews image description

რუსეთმა ერთ დღეში უკრაინაში 140-მდე ჯარისკაცი, 13 ჯავშანმანქანა, 9 საარტილერიო სისტემა და 6 დრონი დაკარგა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს.

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 31 500 (+140) ჯარისკაცი დაკარგა.                                        

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 08.06-მდე:  ტანკები – 1 393 (+3), ჯავშანტექნიკა – 3 429 (+13), საარტილერიო სისტემები – 703 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 213 (+6), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 96 (+0), თვითმფრინავი – 212 (+0), ვერტმფრენები – 178 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 406 (+1), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 559 (+6), სპეციალური ტექნიკა – 53 (+0), საკრუიზო რაკეტები – 125 (+0).     

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები