Logo

რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინაში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი და 500-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა

უკრაინა
823
Frontnews image description

ამ კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 5000-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგეს. ამავე დროს, განადგურდა თითქმის 500 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე პავლიუკი.

 

“26 ივნისიდან 2 ივლისამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 5030 ოკუპანტი გაანადგურეს.

 

განადგურებულია ოკუპანტების 22 ტანკი; 82 ჯავშანტექნიკა;154 საარტილერიო სისტემა; 13 MLRS; 5 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 81 მანქანა; 31 ერთეული სპეცტექნიკა.

 

გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს ერთი თვითმფრინავი და 85 დრონი”, – წერს პავლიუკი.

Advertisement