რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს უკვე გადაეცა.
“ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში. ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა.
25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა არ დარჩება ევროპის საბჭოში”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
თაგები:
რუსეთი




