Logo

რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

მსოფლიო
949
Frontnews image description

რუსულმა “გაზპრომმა“ დღეს, 07:00 სააათიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

 

ფინეთის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია „გასუმში“ აცხადებენ, რომ იგეგმება სარჩელის შეტანა საარბიტრაჟო სასამართლოში.

 

ბუნებრივი აირის შეწყვეტა გამოიწვია ფინეთის ხელისუფლების უარმა გადაეხადა გაზის საფასური რუბლში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული სქემის მიხედვით.

 

რუსეთმა გაზის მიწოდება უკვე შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს რუსული რუბლით გადახდაზე.

Advertisement