რუსეთმა პირველად აღიარა, რომ უკრაინამ მათი A-50 ჩამოაგდო


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ პირველად აღიარა, რომ 2024 წლის თებერვალში უკრაინამ მათი A-50 ჩამოაგდო.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 138-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაურს ბრალი დაუსწრებლად შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა, რომელმაც თვითმფინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა.
ოკუპანტები მას ადანაშაულებენ “ტერორისტული აქტის ჩადენაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი”.
რუსების თქმით, A-50 თითქოს არ იყო განკუთვნილი საბრძოლო მოქმედებებისთვის და არ ჰქონდა იარაღი. ხოლო A-50 ფრენა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში განხორციელდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, უკრაინელმა პოლკოვნიკმა “უკანონო ბრძანება“ გასცა თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, რასაც ეკიპაჟის 10 წევრი შეეწირა.
მიმდინარე წლის 23 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 14 იანვარს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსული A-50 თვითმფრინავი აზოვის ზღვაზე და ჩამოაგდეს IL-22. 15 იანვარს ორი თვითმფრინავის განადგურება ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს