
ავტორი
Front News საქართველო
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 350 დამპყრობელი და ვერტმფრენი გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 50 150 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 06.09-მდე: ტანკები – 2077 (+9), ჯავშანტექნიკა – 4 484 (+25), საარტილერიო სისტემები – 1179 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 296 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 156 (+0), თვითმფრინავი – 236 (+0), ვერტმფრენები – 207 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 876 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 209 (+4). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 305 (+19), სპეციალური ტექნიკა – 109 (+2).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს