რუსეთმა უკრაინაში დღემდე დაახლოებით 52 950 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 52 950 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 12.09-მდე: ტანკები – 2 168 (+14), ჯავშანტექნიკა – 4 640 (+23), საარტილერიო სისტემები – 1269 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 162 (+0), თვითმფრინავი – 243 (+1), ვერტმფრენები – 213 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 903 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 216 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 463 (+18), სპეციალური ტექნიკა – 117 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა კრივოი როგისა და დონეცკის მიმართულებით განიცადა.


რუსეთმა უკრაინაში დღემდე 50 150 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

რუსეთმა უკრაინაში 547 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

რუსეთმა უკრაინაში დღემდე 31 900 ჯარისკაცი, 1 400-ზე მეტი ტანკი და 3 450 ჯავშანტექნიკა დაკარგა – განახლებული მონაცემები