რუსეთმა უკრაინაში უკვე 30 000-მდე სამხედრო დაკარგა – განახლებული მონაცემები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 30 000 (+100) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.05-მდე: ტანკები – 1 330 (+8), ჯავშანტექნიკა – 3 258 (+12), საარტილერიო სისტემები – 628 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 203 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 207 (+1), ვერტმფრენები – 174 (+4), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 226 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 503 (+1), სპეციალური ტექნიკა – 48 (+0), საკრუიზო რაკეტები – 116 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს