რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს. ამ დროისთვის, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არის „სპეციალური ოპერაცია“, რომლის მთავარი მიზანია „დენაციფიკაცია“.
“სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, დასავლეთში უკვე დიდი ხანია, პროგნოზირებენ, რომ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას უკრაინაში სამხედრო მიღწევებისა, ანდა საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამოსაცხადებლად.
დასავლეთი 9 მაისისთვის სხვა ვარიანტებად განიხილავს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას, ოდესისკენ შეტევას ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადებას. ამასთან, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი შესაძლოა, გეგმავდეს ხერსონის ანექსიასაც.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს