Logo

რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს

უკრაინა
1179
Frontnews image description

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. 

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული. 

 

“იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების საკითხებზე მოლაპარაკებები პრაქტიკულ ჭრილში გადადის, დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, ორმხრივი ნდობის ამაღლების მიზნით და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კარდინალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, რომ კიევში მიღებული იქნება შესაბამისი საკვანძო გადაწყვეტილებები და შეიქმნება პირობები შემდგომი ნორმალური მუშაობისთვის“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი.

Advertisement