Logo

რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვსა და სხვა ოლქებში “დრონებით შეტევა აღკვეთეს”

უკრაინა
1293
Frontnews image description

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ღამით რამდენიმე ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა, მათ შორის მოსკოვის, კალუგის და ტვერის ოლქებში.

 

მისივე მტკიცებით, დრონები ჩამოაგდეს.

 

“5 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 03:00 საათზე, კალუგის ოლქში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით კი, იყო “შეტევის მცდელობა რუსეთის დედაქალაქზე”.

 

მისივე თქმით, 5 სექტემბრის ღამეს “კალუგის ოლქში და ისტრას რაიონში განადგურდა დრონები, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ“.

 

სობიანინის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა და მსხვერპლი არ არის.

 

მისივე მტკიცებით, კიდევ ერთი დრონი ტვერის ოლქში ჩამოაგდეს.

 

როგორც სობიანინმა განმარტა, მოსკოვის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო დაზიანდა საყოფაცხოვრებო ობიექტი და ეს მოხდა ისტრას რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.

 

5 სექტემბრის ღამეს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებში ფრენები გადაიდო, ჯამში ორმოცდაათამდე რეისი.

თაგები:

Advertisement