Logo

რუსეთში ჯარისკაცმა სატვირთო მანქანით წვევამდელებს გადაუარა

მსოფლიო
367
Frontnews image description

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო “კამაზმა” 20 წვევამდელს გადაუარა.

 

რუსული მედიის ინფორმაციით,  დაღუპულია 2  და დაშავებულია 11 წვევამდელი. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავდმყოფოში გადაიყვანეს.

 

შემთხვევა ქალაქ მირნის მახლობლად, პოლიგონზე მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მძღოლი 22 წლისაა და თავადაც სამხედროა. 

 

სამხედრო საგამოძიებო განყოფილება მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. 

თაგები:

რუსეთი
Advertisement