რუსეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათგანი ორის მდგომარეობა მძიმეა.
ორსართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. წინასწარ ვერსიად გამათბობელი სისტემის ხარვეზი განიხილება. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
ხანძარი 180 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. შემთხვევის ადგილზე 80 ადამიანი მუშაობდა და მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის 28 ეკიპაჟი.
2018 წელს კემეროვოს დასასვენებელ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 60 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი ემსხვერპლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს