Logo

რუსეთში მოულოდნელად გარდაიცვალა სანქცირებული ოლიგარქი, რომელიც FSB-სთან თანამშრომლობდა

მსოფლიო
1260
Frontnews image description

რუსეთში მოულოდნელად გარდაიცვალა X Holding-ის ხელმძღვანელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელიც თანამშრომლობდა FSB-სთან და შეყვანილი იყო აშშ-ს სანქციების სიაში, – ინფორმაციას “მედუზა” ავრცელებს.

 

რუსული მედიის ცნობით, 40 წლის ჩერეპენნიკოვის ცხედარი ღამით მის კაბინეტში იპოვეს. გარდაცვალების წინასწარი მიზეზი გულის გაჩერებაა.

 

ჩერეპენნიკოვმა ICS Holding 2018 წელს დააარსა. კომპანია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სისტემისა და “იაროვაიას კანონის“ განხორციელებისთვის საჭირო პროდუქციის შემუშავებით იყო დაკავებული.

 

ინიციატივების ეს პაკეტი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ავალდებულებს, რომ შეინახონ რუსებიდან ზარების ჩანაწერები ექვსი თვის განმავლობაში, ინტერნეტტრაფიკს – ერთი თვის განმავლობაში და ადგილმდებარეობა, ინფორმაცია აბონენტთა კავშირების და სხვა მეტამონაცემების შესახებ, სამი წლის განმავლობაში.

 

2023 წლის 25 თებერვალს ჩერპენნიკოვი და ICS Holding აშშ-ის სანქციების სიაში შეიყვანეს.

 

თაგები:

რუსეთი
Advertisement