რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა.
უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა.
“ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქვედანაყოფის პერსონალს იმ პირებთან მომზადების დროს, რომლებმაც გამოთქვეს სპეცოპერაციაში მონაწილეობის სურვილი. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 15 სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ. ორივე ტერორისტი ლიკვიდირებულია”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს