რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობა, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.
რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.
რუსეთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 112 309 947 ადამიანს შეადგენს.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ანექსირებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე. საარჩევნო უბნები გახსნილია ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში.
პუტინი რუსეთს ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს და ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მას აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს და ახალი საპრეზიდენტო ვადის უზრუნველყოფის პრობლემა არ ექნება – 71 წლის დიქტატორი ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს