რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე 8 ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ცხედრები იპოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია 8 ცხედარი, მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზი იქნება საჭირო, რადგან თითქმის ყველა დამწვარია.
“გარდა ამისა, ერთ გარდაცვლილს თავი არ აქვს, მეორეს სახე აქვს სასტიკად დაზიანებული”, – წერენ ჟურნალისტები.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სიაში იყვნენ თავად ევგენი პრიგოჟინი, ასევე “ვაგნერის” მეთაური და პრიგოჟინის “მარჯვენა ხელი” დიმიტრი უტკინი.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
თაგები:
ევგენი პრიგოჟინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს