რუსეთში “ურალის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი მინდორში ავარიულად დაეშვა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში “ურალის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი მინდორში ავარიულად დაეშვა. რუსული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში ეს იგივე ავიაკომპანიის წარმატებული დაშვების მეორე შემთხვევაა, ასევე მინდორზე.
ურალის ავიახაზების Airbus A320 სოჭიდან ომსკში მიფრინავდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ მოყვანილი ეკიპაჟის მონაცემების მიხედვით, ბორტზე 159 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა დანიშნულების ადგილზე დაშვება ვერ შეძლო და ნოვოსიბირსკის აეროპორტში დაშვება მოითხოვა.
ეკიპაჟმა თვითმფრინავი სოფელ კამენკას მახლობლად (ნოვოსიბირსკიდან დაახლოებით 180 კილომეტრის დაშორებით) ჰაერიდან შერჩეულ ადგილზე დასვა. ბორტზე მყოფი ყველა პირი ევაკუირებული იქნა. არავინ დაშავებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
თაგები:
რუსეთი