რუსეთის ბოლო შანსი - ევროკავშირი და აშშ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ათანხმებენ


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შეთანხმება თითქმის დაასრულეს, თუ ის არ იქნება მიღებული, მოსკოვს ახალი სანქციები ემუქრება, - ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე მუშაობას ასრულებენ, უარის თქმის შემთხვევაში კი, ეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ერთობლივად შემოღებას ნიშნავს.
"პროექტი ჯერ სრულად არ დაგვისრულებია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების ეტაპზე ვართ“, - განაცხადა წყარომ.
გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, კვლავ მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, გამოცხადდეს თუ არა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუ მიეცეს რუსეთს მოკლე ვადა რეაგირებისთვის, თუმცა თუ ის უარს იტყვის, მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის ახალი სანქციები ამოქმედდება.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს