რუსეთის დანაკარგები 12 თებერვლის მდგომარეობით - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 250 150 (+770) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.02.26-მდე: ტანკები – 11 662 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 025 (+5), საარტილერიო სისტემები – 37 213 (+65), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 641 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 299 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 132 153 (+1 442), ფრთოსანი რაკეტები – 4 270 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 78 141 (+172), სპეციალური ტექნიკა – 4 070 (+0).





