რუსეთის დანაკარგები 7 თებერვლის მდგომარეობით - უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 245 290 (+730) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.02.26-მდე: ტანკები – 11 650 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 009 (+2), საარტილერიო სისტემები – 37 036 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 637 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 295 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 127 081 (+1 161), ფრთოსანი რაკეტები – 4 205 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 77 379 (+68), სპეციალური ტექნიკა – 4 064 (+1).





