
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ 27 წლის თამაზ გოლოევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება დაარღვია და სასამართლოს საკუთარი პოზიცია გაუზიარა, თუმცა შინაარსი უცნობია, რადგან სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
რაც შეეხება საქმის კიდევ ორ ფიგურანტს, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
უწყების მტკიცებით, დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების საზიანოდ. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. მამით ოსი და დედით ქართველი ახალგაზრდა ცხინვალში სწავლობდა და თბილისში ხშირად იმყოფებოდა.
თაგები:
თამაზ გოლოევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს