რუსებმა ერთ დღეში კიდევ 1300-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 964 580 (+1310) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.05.24: ტანკები – 10 790 (+4), ჯავშანტექნიკა – 22 440 (+7), საარტილერიო სისტემები – 27 637 (+49), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1380 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1158 (+1), თვითმფრინავები – 372 (+0), ვერტმფრენები – 335 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 35 482 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 3197 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 47 830 (+106), სპეციალური ტექნიკა – 3 875 (+3).
თაგები:
უკრაინა