Logo

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ასობით დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა - არის მსხვერპლი

უკრაინა
281
Frontnews image description

ორშაბათს, 23 ივნისს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე 350-ზე მეტი "შაჰედის" ტიპის დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. თავდასხმის ძირითადი მიმართულება კიევი იყო, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

გამოყენებული იქნა 352 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის დრონი, 11 "ისკანდერ-M/KN-23“ ბალისტიკური რაკეტა; 5 „ისკანდერ-K“ ფრთოსანი რაკეტა.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს მტრის 354 საჰაერო თავდასხმის იარაღი.

მისივე ცნობით, მტრის საჰაერო დარტყმებიდან პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 6 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული სამიზნეების ან ნამსხვრევების ჩამოვარდნა კიევისა და კიევის ოლქის 25 ლოკაციაზე.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

რუსებმა დაარტყეს ჩერნიგოვის რეგიონსაც: ორი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილებს შორის არიან ბავშვები.

თაგები:

უკრაინა
Advertisement