Logo

რუსი დამპყრობლები უკრაინაში აღდგომის ღამეს ეკლესიების დაბომბვებს გეგმავენ

უკრაინა
1150
Frontnews image description

რუსი დამპყრობლები აღდგომის ღამეს ახალ პროვოკაციას – მართლმადიდებლური ეკლესიების დაბომბვებს ამზადებენ, რაც სავარაუდოდ, 5 რეგიონში უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

 

კერძოდ, რამდენიმე პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა პუბლიკაცია „დაბომბვისთვის მზადების შესახებ“. მათი თქმით, „ნაციონალისტებისგან შეიქმნა 70-ზე მეტი მობილური ჯგუფი, რომლებიც აღდგომის ღამეს ნაღმტყორცნებიდან ესვრიან მართლმადიდებლურ ეკლესიებს, რათა მოგვიანებით ამაში რუსი სამხედროები დაადანაშაულონ“.

 

ამავდროულად, პროპაგანდისტები იმ  რეგიონების ჩამონათვალს ავრცელებენ, სადაც ეს “შეიძლება მოხდეს”: ზაპოროჟიე; მიკოლაევი; ოდესა; სუმი და ხარკოვი.

 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ კიევი ამზადებს „საშინელ პროვოკაციებს“ უამრავი მსხვერპლით.

 

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონებში დიდია მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მოქმედების ალბათობა და მოუწოდებს უკრაინელებს, უყვნენ ფრთხილად.

თაგები:

უკრაინა
Advertisement