რუსი ოკუპანტები მიკოლაივს მთელი ღამეს განმავლობაში ბომბავდნენ

ავტორი
Front News საქართველო
31 ივლისის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა მასიური ცეცხლი გაუხსნეს მიკოლაივს, – ამის შესახებ მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.
“დღეს მიკოლაევი მასიური დაბომბვის ქვეშ მოხვდა, ალბათ, ყველაზე ძლიერი დაბომბვის ქვეშ. აფეთქებები 00:01-დან 05:00 საათამდე ისმოდა”, – განაცხადა სენკევიჩმა.
მისივე თქმით, გამოყენებული იქნა კასეტური ბომბებიც, ბევრ ადგილზე გაჩნდა ხანძარი.
მიკოლაივის მერის თქმით, დაინგრა რამდენიმე ობიექტი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სადაც მაშველები მუშაობენ.
თაგები:
მიკოლაივი




