რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინაში 24 საათში და სრულად ომიდან მე-16 დღეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 12 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო
დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.03-მდე: პერსონალი – 12 ათასზე მეტი ადამიანი, ტანკები – 353, ჯავშანტექნიკა – 1165, საარტილერიო სისტემები – 125, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 58, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 31, თვითმფრინავი – 57, ვერტმფრენები – 83, საავტომობილო ტექნიკა – 558, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7.
დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 266 ჯარისკაცი, 18 ტანკი, 60 ჯანშანტექნიკა, 2 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა და 32 საავტომობილო ტექნიკა.
როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტ მონაცემებს მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


