Logo

რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

უკრაინა
828
Frontnews image description

საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ოდესის თავზე 8 “შაჰედი” ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, სამი ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაშავებულია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ცნობილია 26 დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ, რომლებმაც აფეთქების ტალღის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაჭრილებს შორის ორი ბავშვი და ორსული ქალია.

 

გუმენიუკმა ასევე განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქის სანაპიროზე. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების ორი რაკეტა, კიდევ ერთი კი სანაპიროზე ჩამოვარდა.

 

“ოდესის ოლქის რეკრეაციულ ზონაში მოხდა სარაკეტო დარტყმა, სხვა რაკეტების ჩამოგდების შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა კერძო სახლები”, – განაცხადა მან.

 

გუმენიუკმა მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშს.

თაგები:

ოდესა
Advertisement