რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმა კრივოი-როგზე – დაიღუპა 3 და დაშავდა 25 ადამიანი, ნანგრევებში ადგილობრივებს ეძებენ


ავტორი
Front News საქართველო
კრივოი-როგში რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი რაკეტა ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე მაინც ქალაქს მოხვდა. 5-სართულიან კორპუსზე დარტყმის შედეგად წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა, მათგან 19 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, 7 ადამიანია.
“პირველიდან მეხუთე სართულამდე იწვის ბინები. ხანძარმა 700 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა”, – განაცხადა ლისაკმა.
ხანძარი არ დროისთვის ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კერძო საწარმო, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა ხალხი, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე მაშველები მუშაობენ და ადამიანებს ნანგრევებში ეძებენ.
გარდა ამისა, დაზიანებებია სამაშველო განყოფილებაში.
“შესაბამისი სამსახურები ყველგან მუშაობენ. ამ ცინიკური თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, – განაცხადა ლისაკმა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩაიდინეს.
“მორიგი ტერორისტული რაკეტები, რუსი მკვლელები აგრძელებენ ომს საცხოვრებელი კორპუსების, რიგითი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები, დაჭრილები. კრივოი-როგში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ნათესავები! არასოდეს არ იქნება პატიება ტერორისტებისთვის და თითოეული რაკეტისთვის ისინი პასუხს აგებენ“, – წერს ზელენსკი.
13 ივნისის ღამეს რუსებმა კვლავ დაბომბეს უკრაინა ფრთოსანი რაკეტებით და Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონებით.
კრივოი-როგზე დარტყმის გარდა, ცნობილია, რომ რუსებმა ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და ჩამოაგდო მტრის ყველა სამიზნე დედაქალაქის გარეუბანში.
ერთ ღამეში მტერმა 14 ფრთოსანი რაკეტა და 4 Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონი გამოიყენა – 10 რაკეტა და ერთი დრონი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
თაგები:
უკრაინა