რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ გავლენიან ჩეჩნებს კადიროვის ლიკვიდაცია სურთ


ავტორი
Front News საქართველო
“პუტინის ქვეითს” რამზან კადიროვს ესმის, რომ ჩეჩნეთის ნახევარი მისი ბუნებრივი მტერია და გავლენიან ჩეჩნებს მისი ლიკვიდაცია უნდათ, – ამის შესახებ FreeDom არხზე რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გენადი გუდკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კადიროვმა ჩეჩნეთში სამხედრო ხუნტას დიქტატურა შემოიღო და გასაკვირი არ არის, რომ ჩეჩნები ასე ხშირად ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში.
პოლიტიკოსის თქმით, კადიროვის მინიშნებები კოლეგებთან განიხილა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ “ის სიცოცხლის გადარჩენას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურად შეძლებს“, თუმცა ცოტა ხნით – “სანამ სისტემა არ დაინგრევა“.
“ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს, ისინი არ არიან ყაჩაღები, პოლიტიკოსები არიან, ელიტადან. ისინი ამბობენ: არ მივცემთ უფლებას იცოცხლოს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩეჩნეთში ხალხს მოუტანა… ჩვენ თვითონ დავასრულებთ მათ”, – განაცხადა გუდკოვმა.
მისივე თქმით, გავლენიანი ადამიანები კადიროვს “ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში კადიროვს უმცირეს შანსსაც არ დაუტოვებენ”.
თაგები:
რამზან კადიროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს