რუსი პილოტი, რომელიც MI-8 ტიპის ვერტმფრენით უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში მოკლული იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც 2023 წელს უკრაინულ მხარეს MI-8 ტიპის ვერტმფრენით ჩაბარდა, ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ, მკვლელები მიიმალნენ.
ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა, თუმცა ანდრეი იუსოვს დეტალებზე არ უსაუბრია.
ABC-ის ცნობით, ესპანეთის ხელისუფლებას უკრაინული მხრიდან ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. “სამოქალაქო გვარდია აგრძელებს მოკლულის ვინაობის დადგენას, ვინაიდან მასზე აღმოჩენილი დოკუმენტები შესაძლოა, ყალბი იყოს”, – წერს Europa Press. ამავდროულად, ესპანეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო EFE კი “გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე” დაყრდნობით წერს, რომ მოკლული მაქსიმ კუზმინოვია.
მფრინავმა მაქსიმ კუზმინოვმა 2023 წლის აგვისტოში რუსული MI-8 გაიტაცა და უკრაინაში აეროდრომზე დასვა. მაშინ მფრინავი აცხადებდა, რომ თვითონ დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს, რადგან ომში მონაწილეობა არ სურდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს