Logo

რუსი სენატორი – პირუტყვობა! სიმახინჯე! ღალატი! ამისთვის მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას

პოლიტიკა
351
Frontnews image description

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს.

 

“პირუტყვობა! სიმახინჯე! ღალატი! ამისთვის მელაძეს არა ტიტულები, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას.

 

მელაძეს ბანდერელბის მხარდაჭერისთვის, აუცილებელია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. იმ დროს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იხოცებიან რუსი ხალხისთვის, იცავენ რუსეთის ტერიტორიებს, ზოგიერთი უკრაინელ ნაცისტებთან ერთად თავს ამის უფლებას აძლევს. მიუღებელია. მელაძე პატიოსანი კაცი რომ ყოფილიყო, რაშიც მეეჭვება, თვითონაც უარს იტყოდა რუსეთის მოქალაქეობაზე, მაგრამ ისინი მიჩვეულები არიან რუსეთში დიდი ფულის შოვნას და “ძნელად მოპოვებული” მილიონების აღვირახსნილ გართობაში ხარჯვას”, – წერს აფანასიევა.

 

2 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: Слава Україні! პასუხობს: Героям слава! რუსული მედიის ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ, დუბაიშია გადაღებული.

თაგები:

რუსეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები