Logo

რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს

მსოფლიო
1275
Frontnews image description

რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს. ინფორმაცია და ფოტომასალა მის ოფიციალურ Facebook-ზე ვრცელდება. 

 

მისი ადგილსამყოფელი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

“ვრემიას” ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 15 მარტს რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს სტუდიაში პლაკატით „არა ომს“ გამოჩნდა.

 

პლაკატზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო – „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ”.

 

რუსულმა სასამართლომ ის 30 000 რუბლით დააჯარიმა. ასევე დაიწყო გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით, რომელიც „რუსი სამხედროების წინააღმდეგ განზრახ მცდარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას“ ეხება.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02EAFTvWK9y44N6Hm8EM3JzMP9UZ7LieDP41aoJWbQsqqXbtUGPZWG4hQDLW3Ev9udl%26id%3D100011086090322&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”645″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement