
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან ერთად, ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაში, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აფხაზეთიდან დევნილებმა სტუმრებს ჩასახლებაში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს