რუსლან აბაშიძე – საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებას და ქვეყნის დეოკუპაციას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
“ქედს ვიხრი 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნის წინაშე. მათი გმირობა სამშობლოსათვისთავდადების უკვდავი მაგალითია. ჩვენი საზოგადოება მტკიცედ იზიარებს სახელმწიფო კურსს სამშვიდობოპოლიტიკის მიმართ და თანმიმდევრული ნაბიჯების მეშვეობოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებას და ქვეყნის დეოკუპაციას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა