
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელიასთან, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლაში არსებულ ვითარებას გაეცნო.
შეხვედრაში აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ქრისტინე ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე მონაწილეობდნენ.
თაგები:
რუსლან აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს