Logo

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საზოგადოება
1511
Frontnews image description

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, თბილისში, აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. 

 

მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

 

რუსლან აბაშიძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები