რუსლან აბაშიძემ ცისანა შარტავას, ელგუჯა გვაზავას და ელგუჯა ადამიას სახელმწიფო ჯილდოები გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდო – მედალი – „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადასცა აფხაზეთის მთავრობის წარდგინებით დაჯილდოებულ პირებს: ცისანა შარტავას, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისათვის უანგარო სამსახურისათვის და სახელმწიფო ჯილდო – მედალი – „მხედრული მამაცობისათვის“ – ელგუჯა ადამიას, სამოქალაქო პირს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის.
რუსლან აბაშიძემ, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, სახელმწიფო ჯილდო „ბრწყინვალების ორდენი“ გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დაჯილდოებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა გვაზავას.
დაჯილდოებულ პირებს, სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებიც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს