რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალი დაბომბეს


ავტორი
Front News საქართველო
“აზოვის“ ბატალიონის მებრძოლების ინფორმაციით, რუსებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას „აზოვის“ მებრძოლები ავრცელებენ.
“მთელი ღამის განმავლობაში, რუსები მრავალტონიანი ჭურვებით მასიურად ბომბავდნენ სამხედრო საველე ჰოსპიტალს, რომელიც მდებარეობს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე და სადაც განთავსებული არიან დაჭრილი დამცველები. შემდეგ, მათ განაგრძეს ნანგრევების დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან… მტრის თავდასხმის გამო, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მათ შორის საოპერაციო ოთახი, რაც შეუძლებელს ხდის ჩვენი ჯარისკაცების დახმარებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
უკვე დაჭრილ მებრძოლებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთა შორის 500-მდე დაჭრილია.
თაგები:
აზოვსტალი

რუსმა ოკუპანტებმა “აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების წინააღმდეგ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ

“ჯოჯოხეთი ამოვიდა დედამიწაზე” – რუსმა ოკუპანტებმა “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე პირველად ე.წ. ფოსფორის ბომბები გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს