Logo

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს

უკრაინა
08.04.2022 / 10:41
Frontnews image description

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს.

 

შემთხვევა ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რომელიც უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

 

მომხდარის დეტალებზე კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 

მისი თქმით, კიდევ ერთი შემზარავი ინციდენტი მოხდა კრივოი-როგის რაიონში, კახოვკას წყალსაცავის ნაპირზე. ოკუპანტებმა “გრადებიდან” ესროლეს ნავს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ. 

 

“ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 ზრდასრული. ორი ზრდასრული კაცი და ერთი ქალი ერთდროულად დაიღუპა, 13 წლის ბავშვი მოგვიანებით გარდაიცვალა. 7 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 2 კი გაუჩინარდა. ეს იყო ამ ნავის მეშვიდე რეისი. ნაგვები! კარგად იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ესროლეს რაკეტები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადარჩენას სურდათ. ეს არის ომის დანაშაული!”, – განაცხადა ვილკულმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები