რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 46 დღის განმავლობაში 177 ბავშვი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 177 ბავშვი მოკლეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 336-ზე მეტმა ბავშვმა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 108, კიევის ოლქი – 93, ხარკოვის – 76, ჩერნიგოვის – 51, ნიკოლაევის – 40, ლუგანსკის – 35, ზაპოროჟიე – 22, ხერსონის – 29, დედაქალაქის – 16, სუმის – 16 და ჟიტომირის – 15.
ყოველდღიური დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 938 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 87 სრულად განადგურებულია.
