რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 50 დღის განმავლობაში 197 ბავშვი მოკლეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 197 ბავშვი დაიღუპა, ამასთან, დაშავდა 351 ბავშვი.
უკრაინის გენპროკურორის ოფისის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 115 ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში, 105 – კიევის ოლქში, 81- ხარკოვის, 54- ჩერნიგოვის, 40 – ნიკოლაევსკის, 38 – ხერსონის, 36 – ლუგანსკის, 23 – ზაპოროჟიეს, 16 – სუმის და 15 ჟიტომირის ოლქებში.
უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები აფერხებს.





