
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოკლულია 324 ბავშვი, დაშავებულია 592.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 307, ხარკოვის ოლქში – 175, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17.
რუსების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 052 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 210 მთლიანად განადგურდა.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს