რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დღემდე 352 ბავშვი მოკლეს
უკრაინა
15.07.2022 / 10:05


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 1009-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა, მათგან 352 ბავშვი დაიღუპა და 657-ზე მეტი დაშავდა, – ახალ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ბავშვების უმეტესობა დონეცკის რეგიონში დაზარალდა – 352, ხარკოვში – 191, კიევში – 116, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 61, მიკოლაევში – 53, ხერსონში – 52, ზაპოროჟიეში – 31.
გუშინ ვინიცას ცენტრზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის გოგონა და ორი ბიჭი. დაშავდა კიდევ ოთხი ბავშვი.
