რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დღემდე 379 ბავშვი მოკლეს
უკრაინა
28.08.2022 / 11:25


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტების ქმედებებისგან 1112-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი დაზარალდა, მათგან 379 დაიღუპა და 733 დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის რეგიონში დაზარალდნენ – 388, ხარკოვი – 202, კიევი – 116, ჩერნიგოვი – 68, ნიკოლაევი – 67, ლუგანსკი – 61, ხერსონი – 55, ზაპოროჟიე – 44.
