რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი მოკლეს.
ლევინის ცხედარი კიევის რეგიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში პოლიციამ იპოვა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ის ორი გასროლით მოკლეს.
მაქს ლევინთან კავშირი ჯერ კიდევ 13 მარტს გაწყდა, როდესაც კი სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში ყოფილ ფოტოგრაფთან და სამხედროსთან ალექსეი ჩენრიშევთან ერთად გაემგზავრა, რომ რუსული აგრესიის შედეგები გადაეღო.
ჩერნიშევის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ლევინი 40 წლის იყო. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა.
