Logo

რუსმა ოკუპანტებმა უკვე 205 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინა
1077
Frontnews image description

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა, 362 კი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, ბავშვების უმეტესობა დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 117, კიევში – 107, ხარკოვში – 91, ჩერნიგოვში – 54, ხერსონში – 43, მიკოლაევში – 40, ლუგანსკში – 36, ზაპოროჟიეში – 23. დედაქალაქი – 16, სუმი – 16 და ჟიტომირი – 15.

 

“ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნავენ უკრაინის გენპროკურატურაში.

Advertisement